პიტერ ფილიფსონის ლექცია, ზაგრები

Nonfiction, Health & Well Being, Psychology, Psychotherapy, Social Psychology, Social & Cultural Studies, Social Science, Anthropology
Cover of the book პიტერ ფილიფსონის ლექცია, ზაგრები by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator), Manchester Gestalt Centre
View on Amazon View on AbeBooks View on Kobo View on B.Depository View on eBay View on Walmart
Author: Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator) ISBN: 1230002279817
Publisher: Manchester Gestalt Centre Publication: April 18, 2018
Imprint: Language: English
Author: Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
ISBN: 1230002279817
Publisher: Manchester Gestalt Centre
Publication: April 18, 2018
Imprint:
Language: English

ჩვენი სამყარო სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ადამიანების უმეტესობა ორ,
ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. ისინი, ერთი მხრივ,
გამოცდილებებითა და სწრაფი რიტმით გაჯერებულ სამყაროში არსებობენ, ხოლო, მეორე
მხრივ - ვირტუალურ, კიბერ სამყაროში, სადაც მთავარ როლს მეილები, ტექსტური
შეტყობინებები და სოციალური მედია თამაშობს. გეშტალტ- თერაპია ყურადღებას
„გაცნობიარებაზე“ და „კონტაქტზე“ ამახვილებს, ამიტომ, ისმის კითხვა: რამდენად
შეიძლება კიბერსამყაროში კონტაქტზე და გაცნობიერებაზე ვისაუბროთ? რაში
მდგომარეობს კიბერსამყაროს ეთიკა?
კიბერსივრცის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ აქ ჩვენი „ავატარების“
შექმნა შეგვიძლია. „ავატარი“ ამ სივრცეში ჩვენი თავის გაგრძელებაა. ის, რა თქმა უნდა,
შეიძლება ჩვენი რეალური მესგან ძალიან განსხვავდებოდეს, როგორც ფიზიკურად, ასევე
ასაკით, რასით, ემოციური დამოკიდებულებებით, ოჯახური მდგომარეობითა და
გენდერითაც კი. ავატარი ჩემი ისეთი ასპექტის გამოხატულებაა, რომელსაც რეალურ
ცხოვრებაში ვერ გამოვხატავ. ის შეიძლება ერთგვარ მანიპულაციასაც წარმოადგენდეს,
კერძოდ კი მაშინ, როდესაც ადამიანები ინტერნეტ სივრცეში თინეიჯერებად ასაღებენ
თავს და ცდილობენ სხვები უხამს ურთიერთობებში ჩაითრიონ. ადამიანები „ავატარის“
საშუალებით ისეთ სასტიკ და მანიპულაციურ მხარეებს გამოხატავენ, რომელთა
გამოხატვასაც „რეალურ ცხოვრებაში“ ვერ რისკავენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ ყოველდღიურ გარეგნულ სახესთან შედარებით „ავატარი“ მეტად ან ნაკლებად
„რეალური“ შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, კიბერსამყაროს ასეთი მიმღებლობა
წინამორბედი ნარცისული კულტურის არსებობით იყო განპირობებული, სადაც საკუთარ
თავზე გაიდეალებული წარმოდგენის განვითარებამ გადაწონა ყოველგვარი
ავთენტურობისა და სამყაროსთან თუ ადამიანებთან კონტაქტის მნიშვნელობა. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები მხოლოდ კიბერსამყაროს აღარ ჯერდებიან და ახლა,
რეალურ სამყაროშიც უკვე „ავატარებივით“ დაიარებიან!

More books from Manchester Gestalt Centre

Cover of the book Тирания «чувств» by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book წყვილი სამყაროში: წყვილთან მუშაობის ველზე ორიენტირებული ხედვა by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book 恐怖电影的乐趣 by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book Тиранія «почуттів» by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book We can be Together, but You and Me can Meet by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book დრო, სიცოცხლე და სიკვდილი by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book „გრძნობების“ ტირანია by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book People and Avatars by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book The Joy of Horror Films by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book СЕКСУАЛЬНОСТЬ: ВЛЕЧЕНИЕ И ОТНОШЕНИЯ by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book სექსუალობა: შინაგანი იმპულსი (drive) და ურთიერთობა by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book Time, Life and Death by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book A Gestalt Theory of Group Psychotherapy by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book Revisiting the Field by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
Cover of the book A Relational Approach to the Empty Chair by Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator)
We use our own "cookies" and third party cookies to improve services and to see statistical information. By using this website, you agree to our Privacy Policy